პარასკევს 13 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში, 313–ე აუდიტორიაში, გაიმართება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის საბაკალავრო პროგრამების (ქართული და რუსული სექტორებისათვის) პრეზენტაცია.